მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო კომპანია Helios-მა აფრიკის კლიმატური ფონდისთვის $200 მლნ შეაგროვა

Fun

საერთაშორისო კომპანია Helios Investment Partners-მა ბრიტანეთის განვითარების ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და სხვა ინვესტორებთან ერთად, აფრიკის კლიმატის ფონდისთვის $200 მილიონი შეაგროვა.

ჰელიოსის “კლიმატის, ენერგიაზე წვდომისა და გამძლეობის” ფონდის ინვესტორებში, კომპანიის განცხადებით, ჰოლანდიის განვითარების ბანკიც ხვდება. ფონდი იმედოვნებს, რომ აფრიკაში კლიმატის პროექტების განხორციელებისთვის ჯამში $400 მილიონს ააგროვებს და აფრიკის რეგიონზე ფოკუსირებული უმსხვილესი ფონდი გახდება.

დაფინანსება იმ კომპანიებს მოხმარდებათ, რომლებიც შედარებით ეკომეგობრულ წარმოებაზე გადასვლას ცდილობენ - აწარმოებენ კლიმატნეიტრალურ საკვებს, ახორციელებენ ნახშირბადნეიტრალურ გადაზიდვებს, მონაწილეობას იღებენ ნარჩენების გადამუშავებასა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ სუბ-საჰარული აფრიკის განახლებადი ენერგიის ბაზარს, საერთაშორისო პროგნოზის თანახმად, ინვესტიციების სახით 2031 წლამდე $193 მილიარდის მოზიდვის შესაძლებლობა აქვს, Helios-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ აფრიკა ამჟამად ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო ინვესტიციის მხოლოდ 3%-ს იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები