მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო კომპანიები თავს იკავებენ გარიგებებისგან. დონორების პასუხები დაპაუზებულია - ნათია სხვიტარიძე

ნათია სხვიტარიძე

კომპანია FAS Group-ის მმართველი პარტნიორი, ნათია სხვიტარიძე ამბობს, რომრუსული კანონისმიღების და შედეგად არსებული ვითარების ფონზე, საერთაშორისო კომპანიები თავს იკავებენ ახალი გარიგებებისგან, ხოლო არსებული გარიგებები შეჩერების რისკის წინაშეა.

როგორც ნათია სხვიტარიძემ BMG-ისთან განაცხადა, პრობლემა ექმნება FAS Group-ის გერმანიის ფილიალს, რომელიც იანვრიდან გაიხსნა. მისი თქმით, ასევე, დაპაუზებულია დონორი ორგანიზაციებისგან მისაღები პასუხები.

როგორც საქართველოს ფილიალი ისე შევედით გერმანულ ბაზარზე. იანვრიდან მთელი ჩვენი რესურსი გერმანულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს შევალიეთ, რომ ქართული სერვისი გაგვეტანა ექსპორტზე... გერმანული და სხვა საერთაშორისო კომპანიები ან თავს იკავებენ ახალი გარიგებებისგან, ან ფიქრობენ მიმდინარეს შეჩერებაზე, სანამ ქვეყანა ისევ სწორ რელსებზე არ დაბრუნდება და არ ექნება პროდასავლური კურსი. ამას ვერც მალავენ, რადგან ჩვენთან გარიგების დაპაუზების ან შეჩერების სხვა მიზეზი არაა. დონორ ორგანიზაციებთან თუ რამე ახალი პროექტი გვაქვს შეტანილი, ყველას პასუხი დაპაუზებულია მიმდინარე სიტუაციის გამო. ამ დილით სამ მეილში, რაც მოვიდა წერია: მიმდინარე ვითარების გამო...“, - ამბობს ნათია სხვიტარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები