მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო საარბიტრაჟო დავები ფისკალური რისკების მნიშვნელოვანი წყაროა - აუდიტი

არბიტრაჟი

აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფისკალური რისკების მნიშვნელოვან წყაროდ რჩება ასევე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავები.

აუდიტის მოხსენების თანახმად, 2023 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული დავების ფარგლებში სადავო თანხის პოტენციურმა მაქსიმალურმა ოდენობამ 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

"ფისკალური რისკების კიდევ ერთი წყაროა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე რისკები. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით 2022 წლიდან ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე ფისკალური რისკების ანალიზი და შეფასება.

2023 წელს დაიწყო 3 ახალი დავა, რის შედეგადაც წლის ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟში 10 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციურმა მაქსიმალურმა ოდენობამ 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა", - წერია აუდიტის მოხსენებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში, Bm.ge საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესახებ წერდა, რომლის თანახმადაც საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟებში 12 საინვესტიციო დავა მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა, 12 მიმდინარე საარბიტრაჟო დავიდან საჯაროა მხოლოდ ცხრა დავა და და ასევე, ზოგიერთი მოდავე მხარის მიერ კომპენსაციის სახით მოთხოვნილი თანხის მოცულობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები