საერთაშორისო საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) ყველაზე ძვირად ღირებული 100 ფეხბურთელის სია გამოაქყვეყნა.
რეიტინგის სათავეში მადრიდის “რეალის ვარსკვლავი” ჯუდ ბელინგემია 267,5 მილიონი ევროთი.
მასავით 200 მილიონიან ნიშნულს კიდევ 4-მა მოთამაშემ გადააჭარბა, ესენი არიან: ერლინგ ჰალანდი (251 მლნ ევრო); ვინისიუს ჟუნიორი (250 მლნ ევრო); როდრიგო (248 მლნ ევრო) და ბუკაიო საკა (223 მლნ ევრო).
სიაში მოხვდა “ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში ყველაზე დიდი ფასი აქვს.
საქართველოს ნაკრების ფორვარდის ფასი 115 მილიონი ევროა და ის სიაში 21-ე ადგილს იკავებს. შედარებისთვის “პსჟ-ს” სუპერვარსკვლავ კილიან მბაპეს ამავე რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია 106 მილიონი ევროთი.
რაც შეეხება, ხვიჩას თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ის 36-ე ადგილს 100 მილიონი ევროთი იკავებს.
ცნობისთვის, Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 80 მილიონი ევროა. სამენეჯერო სააგენტოს მიხედვით, იგი სერია A-ში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. „კვარაზე“ წინ ოსიმენი, ლაუტარო და ლეაუ იმყოფებიან.