მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

უოლ-სტრიტი ბირჟა

ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,200 პუნქტს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ერთწლიან პერიოდში თითქმის 29%-იან ზრდას წარმოადგენს.

რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 24,900-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული. ჯამში, ტექნოლოგიური ინდექსი ერთ წელიწადში 41%-ით არის გაზრდილი.

ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი ტექნოლოგიური გიგანტების მიერ წარმოდგენილ რეკორდულ შედეგებს უკავშირდება. მაგალითად, Google-ის მოგება 81%-ით გაიზარდა, რაც AI-ბუშტის არსებობასთან დაკავშირებულ შიშებს აქარწყლებს და ბირჟას აღმასვლისაკენ უბიძგებს.

გარდა ამისა, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ირანის ომი მალე დასრულდება და გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება გამოსწორდება, რაც ბაზრისათვის დამატებით პოზიტიური სტიმულს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები