საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ კანონი ევროკავშირის პრინციპებთან შეუთავსებელია.
კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
"საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო.
სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება.
ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა",- აღნიშნულია განცხადებაში