მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: Renault-ი შეიძლება გაქრეს

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერის თქმით, ფრანგული ავტომწარმოებელი Renault შეიძლება გაქრეს, თუ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შესარბილებლად დახმარებას ვერ მოიზიდავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბრუნო ლე მერის თანახმად, კომპანიას ახალ სიტუაციასთან ადაპტაცია დასჭირდება.

როგორც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, Renault-მ საფრანგეთში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეინარჩუნოს, ამავდროულად კი კონკურენტუნარიანიც დარჩეს.

"დიახ, Renault შეიძლება გაქრეს", - უთხრა ლე მერმა ფრანგულ რადიოს.

ამისდა მიუხედავად, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საფრანგეთის მთავრობა ნდობას უცხადებს ავტომწარმოებლის დირექტორსა და მის სტრატეგიას.

საფრანგეთის მთავრობა Renault-ს აქციების 15.01%-იან წილს ფლობს. თითქმის ამდენივეს ფლობს იაპონური Nissan-იც.

ბრუნო ლე მერის თანახმად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიისთვის 5 მილიარდი ევროს სამთავრობო სესხზე.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები