დღეს, 22 აგვისტოს, საფრანგეთის ოთხ ადმინისტრაციულ რეგიონში: დრომი, არდეჩე, რონა და ლუარა - თბური ტალღების გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ქვეყნის სხვა 49 რეგიონში კი ნარინჯისფერი - რიგით მეორე ყველაზე მაღალი ხარისხის განგაში გამოცხადდა.
ნავარაუდევია, რომ წითელი განგაშის ქვეშ მოხვედრილ რეგიონებში ტემპერატურა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში 40-42°C-ს, ნარინჯისფერი დონის შემთხვევაში კი 35-38°C-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული მედიის ცნობით, 2022 წელს, ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით, ძლიერი სიცხით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები 2 816-ით აღემატებოდა გასული 5 წლის შემთხვევებს.