მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ქალაქ ლილიში პირველი ქართული რესტორანი Chez DUDA იხსნება

საფრანგეთი

ნოემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ლილიში პირველი ქართული რესტორანი “Chez DUDA” (“დუდასთან”) გაიხსნება, რომელიც სტუმრებს ქართულ-კავკასიურ საოჯახო სამზარეულოს შესთავაზებს - ამის შესახებ BMG-ის მისი დამფუძნებელი, დუდა წინწალაშვილი ესაუბრა.

“ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება «Chez DUDA», სადაც მინდოდა, ქართული გასტრონომია და ევროპული ცხოვრების ჩქარი რიტმი ერთმანეთისთვის შემეთავსებინა. რესტორანი ყველა ტიპის მომხმარებელზე იქნება გათვლილი.

რაც შეეხება კერძებს, იქნება ხინკალი, აჭარული და იმერული ხაჭაპური, ფხლის ასორტი, ლულა ქაბაბი… ქართული კერძების გათანამედროვებული ვერსიები. ვფიქრობ, ქართული სამზარეულო ნებისმიერი ფრანგისათვის ფრიად სასიამოვნო იქნება”, - ამბობს დუდა წინწალაშვილი.

რესტორნის საწყისი ინვესტიცია €50 000-ია. ობიექტი თავდაპირველად 24 სტუმარზე იქნება გათვლილი, თუმცა მისი დამფუძნებელი მოგვიანებით ტერასის სივრცესაც აითვისებს და მიტანის სერვისსაც დაამატებს: “თავიდან 4-5 ადამიანი დასაქმდება, გაფართოების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, უმეტესად ქართველი პერსონალი გვეყოლება”. 

დუდა წინწალაშვილის განმარტებით, მისი მიზანი ფრანგებისათვის ქართული სამზარეულოს გაცნობაა.

“ჩემს ქალაქში არ არსებობს ქართული კვების ობიექტი, პირველი ვიქნები. ჩემს ნაცნობებს ბევრს გავასინჯე და ძალიან მოსწონთ. ყოველ დღე ათობით ადამიანი კითხულობს, თუ როდის გავიხსნებით. ზოგადად, აქ ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ. ჩემი დიდი სურვილი და მიზანია, გავაცნო ჩვენი უგემრიელესი სამზარეულო”, - ამბობს Chez DUDA-ს დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები