მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა

5ff588fd15c48
BM.GE
06.01.21 13:48
3618
"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს და საფრანგეთის ყოფილ მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა

1 იანვარს გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია:

"ბიძინა ივანიშვილი - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი" - ასე არის "ოცნების" თავმჯდომარე სიაში მოხსენიებული.

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა. ივანიშვილის მსგავსად, ეს ტიტული ასობით სხვა პირმა მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები