მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთმა Google-ი $267 მილიონით დააჯარიმა

60be2360ddcfb
ნათია თაქთაქიშვილი
07.06.21 22:05
1544
საფრანგეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ Google-ი ონლაინ სარეკლამო ინდუსტრიაში საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის 267 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

საფრანგეთის კონკურენციის სამსახურის განცხადებით, Google-ი გვერდს უვლის ჯანსაღ კონკურენციას და სხვადასხვა ბიზნესს თავს ახვევს მხოლოდ საკუთარ სარეკლამო სერვისს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აღნიშნავენ, Google-ი მზად არის გადაიხადოს ჯარიმა და შეწყვიტოს აღნიშნული პრაქტიკის გამოყენება რეკლამის მოსაზიდად.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის კონკურენციის მარეგულირებელმა საქმის მოკვლევა მას შემდეგ დაწყო, რაც ფრანგულმა გაზეთმა Le Figaro-მ და ბელგიურმა პრეს-ჯგუფმა Rossel-მა Google-ის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის მარეგულირებლები ხშირად ამხელენ ხოლმე დანარჩენ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკომისიამ Amazon-ის, Google-ისა და Microsoft-ის წინააღმდეგ ჯანსაღი კონკურენციის წესების დარღვევების გამო რამდენიმეჯერ დაიწყო გამოძიება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები