საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Alphabet-ის მფლობელობაში არსებული Google-ი 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კომპანიამ არ შეასრულა მარეგულირებლის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, Google-ს სხვადასხვა მედიასაშუალების საავტორო უფლებების დაცვა მოეთხოვებოდა.
კომპანიას ასევე გარკვეული თანხის ანაზღაურება მოუწევს იმ მედიასაშუალებებისთვის, ვის ინფორმაციასაც საავტორო უფლებების დაცვის გარეშე იყენებდა.
Google-მა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია გადაწყვეტილებით, თუმცა მზად არის, მასზე დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს.



























