ელექტროენერგიის დასაზოგად, საფრანგეთში ახალი წესები ამოქმედდება - მაღაზიებში კონდიციონერის გამოყენებისას კარის დახურვა სავალდებულო ხდება, ამასთან, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, იზღუდება ნეონის განათების აბრების გამოყენება. ამის შესახებ საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კონდიცირების წესის დარღვევის შემთხვევაში, მაღაზიები 750 ევრომდე დაჯარიმდებიან.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის ზოგიერთ რაიონში ეს წესები უკვე მოქმედებს და სულ მალე ის სავალდებულო ქვეყნის მასშტაბით გახდება.
ამასთან, ნეონის აბრების აკრძალვა უკვე მოქმედებს საფრანგეთის იმ ადგილებში, სადაც 800 000-მდე მოსახლეობაა. აეროპორტები და სადგურები ამ წესისგან გათავისუფლებულია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ევროპაში ენერგორესურსების ხარჯები გაიზარდა.




























