მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ე.წ ფეიკ ნიუსების გამავრცელებელს ერთწლიანი პატიმრობა ან 75,000 ევროს გადახდა ემუქრება

5efb6fb736b2c
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.20 00:00
3269
საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ყალბი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული და მისი გავრცელების შეჩერებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარუდგინა. მისი თქმით, ღრმად სწამს, რომ ინტერნეტ-სივრცის რეგულირება აუცილებელია.

კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და შესაძლოა, მისი საშუალებით მედიაზე ცენზურა დაწესდეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციით, პირს, რომელიც კანონს დაარღვევს, შესაძლოა ერთი წლით თავისუფლება აღეკვეთოს ან ჯარიმის სახით 75,000 ევრო დაეკისროს.

როგორც მედია გამოცემა წერს, დასავლეთ ევროპაში ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ოფიციალურად მოხდეს ე.წ ფეიკ ნიუსების აკრძალვა.