მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში გაფართოებისთვის Revolut-ი $1.1 მილიარდს დახარჯავს

Revolut

ბრიტანული ნეობანკი Revolut-ი ევროპის კონტინენტზე გაფართოებას აგრძელებს. ამჯერად, კომპანია საფრანგეთის ბაზარზე კონცენტრირდება, რისთვისაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში $1.1 მილიარდის ინვესტიციას დააბანდებს.

Revolut-ის ამბიციური მიზნები ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა წარადგინა. მისი თქმით, ბრიტანული კომპანია პარიზში დასავლეთ ევროპის რეგიონულ ოფისს გახსნის, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

დღეს, Revolut-ი საფრანგეთში 300-მდე ადამიანს ასაქმებს და ექსპანსიის შედეგად, პირველ რიგში, კომპანია საფრანგეთში სწორედ მეტ თანამშრომელს აიყვანს, ხოლო რამდენიმე წელიწადში საბანკო ლიცენზიას აიღებს. საფრანგეთის შემდეგ, ბრიტანული ნეობანკი გაფართოებას ლიეტუვაში აანონსებს, რომელიც, მათი თქმით, Revolut-ის კიდევ ერთი რეგიონული ცენტრი იქნება, სადაც კომპანიას ევროკავშირის საბანკო ლიცენზია უკვე აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს დაფუძნებული Revolut-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნეობანკია, რომელსაც ინვესტორები $48 მილიარდად აფასებენ. გასულ წელს, კომპანიამ $1-მილიარდიანი წმინდა მოგება მიიღო და მომხმარებელთა რაოდენობა 38%-ით გაზარდა. დღეს, Revolut-ის სერვისები 50-მდე ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, სადაც ნეობანკს 55 მილიონი ადამიანი იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები