მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრენოსნო საბაკალავრო პროგრამა 3-წლიანი გახდა, ამიტომ წლიური გადასახადი გაიზარდა - საავიაციო უნივერსიტეტი

საავიაციო უნივერსიტეტი

კერძო უნივერსიტეტებში რიგი მიმართულებებით სწავლის საფასურის გაზრდა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საჰაერო ხომალდის მართვის საბაკალავრო პროგრამასაც შეეხო, სადაც წლიური გადასახადი 10 000 ლარით გაიზარდა და 30 000 ლარის ნაცვლად 40 000 ლარი გახდა.

საქმე ის არის, რომ 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დილის 10 საათიდან დაიწყო. საინფორმაციო ცნობარის მიხედვით, კერძო უნივერსიტეტების ნაწილში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური გაზრდილია.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ საფასურის კორექტირების ძირითადი მიზეზი საბაკალავრო პროგრამის ოთხიდან სამ წლამდე შემცირება იყო.

“ჩვენ პროგრამები სამი მიმართულებით გვაქვს - ბიზნესის ადმინისტრირება, საინჟინრო და საფრენოსნო. ამ სამი მიმართულებიდან, საინჟინრო ფაკულტეტზე ეს რეფორმის ნაწილი არ შეგვეხო, რადგან საინჟინრო განათლება ისევ ოთხწლიანია, შესაბამისად, ამ კუთხით ცვლილებები არ გვაქვს. მაგრამ ცვლილებები გვაქვს საფრენოსნო ფაკულტეტზე, ვინაიდან ეს პროგრამა საკმაოდ სპეციფიკურია და თითოეული სტუდენტისთვის 200-საათიან პრაქტიკულ ფრენებს გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენ ფასის გაზრდა ერთი წლის ფარგლებში მოგვიწია, ანუ ერთი წლის ღირებულება შეგვეცვალა, მაგრამ მთლიანი ღირებულება ვეცადეთ, რომ არ შეგვეცვალა. ის რასაც იხდიდნენ ჩვენი სტუდენტები ოთხი წლის განმავლობაში, ეს ფასი უცვლელი რჩება, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გადახდა სამი წლის განმავლობაში მოუწევთ.

ეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროგრამა ოთხი წლიდან შემცირდა სამ წელზე, და ის ხარჯები, რაც გვაქვს ჩვენ დათვლილი და შეფასებული, ამ ხარჯებს ვერსად გავექცევით”, - ამბობს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე დავით ტეფნაძე.










გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები