ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ₾690 000-ის ღირებულების 150 000 კოლოფი FARGO-სა და MILANO-ს დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიღო. თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
"გამოძიების შედეგად ამოღებულია 150 000 კოლოფი FARGO-სა და MILANO-ს დასახელების სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 690 000 ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე. საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.




























