ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე "ტვიტს" აქვეყნებს და მწუხარებას გამოთქვამს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით!
ის წინააღმდეგობაშია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილთან, ევროპული მომავლის შესახებ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.