მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა "საგარეო" კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი - წილოსანი

ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საქართველოს საგარეო სამინისტროს თანამშრომლებს, ვინც „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება, თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და საგარეო უწყების თანამშრომლებს აკრიტიკებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა "საგარეო" კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი!

ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები...

ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით“, - წერს ნინო წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები