მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

დარჩიაშვილი

2024 წლის 14-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს შეხვდება.

შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთანაც.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრებზე აქცენტები გაკეთდება საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მისი გაღრმავების გზებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები