მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქოში შეხვდებიან

დროშები

BMG-ის აზერბაიჯანული ბიუროს ინფორმაციით, 15 მარტს, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ბაქოში შეხვდებიან.

სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია კოლეგებს შორის პირისპირი შეხვედრები და ერთობლივი პრესკონფერენცია.

თებერვალში, ანკარაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილსა და მისი თურქი კოლეგის, ჰაკან ფიდანის შეხვედრის დროს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის მარტში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები