საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო დისკუსია გამართოს.
ის სოციალურ ქსელში კობახიძის მიერ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კობახიძე ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს სთავაზობს დისკუსიას.
"მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი",- წერს პაპუნა ჯანელიძე.