მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში ლიდერი ავიაკომპანიები

61f7f52397f11
მარიამ ვარადაშვილი
31.01.22 20:50
634
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს სატვირთო გადაზიდვები 8.4%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წელს სულ 18.376 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, მაშინ როცა 2020 წელს ეს მაჩვენებელი 20.052 ტონას შეადგენდა.

რაც შეეხება პანდემიამდელ 2019 წლის პერიოდს, მასთან შედარებით სატვირთო გადაზიდვები 26%-ით შემცირდა. BMG-მ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან სატვირთო გადაზიდვების კუთხით ლიდერი ავიაკომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა.

სააგენტოს თანახმად, სატვირთო გადაზიდვებში სამგზავროს მსგავსად, Turkish Airline cargo ლიდერობს, რომელმაც გასულ წელს 4887.589 ტონა ტვირთი გადაზიდა. მეორე ადგილს ისევ უცხოური ავიაკომპანია CARGOLUX AIRLINES იკავებს 2624.642 ტონა გადატანილი ტვირთით. მესამე ადგილზეა ქართული EASY CHARTER-ia 2238.913 ტონა გადაზიდული ტვირთით.

მეოთხე და მეხუთე ადგილებს ბულარუსის RUBY STAR იკავებს 1528.441 ტონა გადაზიდული ტვირთით, მეხუთე ადგილზე ქართული Georgian Airways-ია, რომელიც სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 2020 წელს შევიდა. ამ მონაცემებით ბაზრის თითქმის ნახევარი უცხოურ კომპანებზე მოდის. 

დღეის მდგომარეობით, სატვირთო ტერმინალი მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს, შესაბამისად, გადაზიდული ტვირთები მთლიანად ამ აეროპორტზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები