მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან ყიდულობს და სად ყიდის საქართველო კარტოფილს

5f7c9ab6e76d0
BM.GE
06.10.20 21:00
1579

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ $3.2 მილიონი დოლარის ღირებულების კარტოფილი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით $1.2 მილიონი დოლარით მეტი იყო. ბევრად მცირეა ქართული კარტოფილის ექსპორტი და ის 2020 წლის 8 თვეში 916 ათას დოლარს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კარტოფილის ექსპორტი $53 ათასი დოლარით არის გაზრდილი.

სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ კარტოფილი (ახალი ან გაყინული) შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

გერმანია - $1 მილიონი დოლარი;

ნიდერლანდი - $557 ათასი დოლარი;

თურქეთი - $550 ათასი დოლარი;

აზერბაიჯანი - $394 ათასი დოლარი;

რუსეთი - $327 ათასი დოლარი;

საფრანგეთი - $122 ათასი დოლარი;

ეგვიპტე - $114 ათასი დოლარი;

სომხეთი - $81 ათასი დოლარი;

ბელგაია - $26 ათასი დოლარი;

ბელარუსი - $23 ათასი დოლარი.

დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან კარტოფილის იმპორტი სავარაუდოდ, შეფუთული გაყინული კარტოფილის იმპორტს წარმოადგენს. გაუყინავი კარტოფილის იმპორტს კი საქართველო ძირითადად რეგიონის ქვეყნებიდან ახორციელებს.

რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში მისი მაჩვენებლები ასეთი იყო:

რუსეთი - $669 ათასი დოლარი;

აზერბაიჯანი - $195.7 ათასი დოლარი;

მოლდოვა - $32 ათასი დოლარი;

ბელარუსი - $12.3 ათასი დოლარი.

სომხეთი - $3 ათასი დოლარი;

ყაზახეთი - $3 ათასი დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში კარტოფილის მოსავლის ზომა 194 ათასი ტონა იყო. ეს 2018 წელთან შედარებით 33 ათასი ტონით ნაკლები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები