მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო პორტფელებს შორის ამონაგებით დინამიკური პორტფელი ლიდერობს - საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პორტფელებს შორის ამონაგებით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით, 15.6% შეადგინა. ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.5% და 12% იყო.

აღსანიშნავია, რომ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 51%, დაბალანსებულში 31%, ხოლო კონსერვატიულში 17% იყო.

სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელების მართვის უფლება საპენსიო სააგენტოს გასული წლის აგვისტოში გაუჩნდა. ამჟამად დანაზოგების დიდი ნაწილი კონსერვატიულ ანუ ნაკლებრისკიან პორტფელშია განთავსებული, რომლის ზომაც 5.72 მლრდ ლარია. დაბალანსებულის ანუ საშუალორისკიანი პორტფელის ზომა 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დინამიკურის ანუ მაღალრისკიანის - 30.8 მლნ.

ცნობისთვის, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 5.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მთლიანი საინვესტიციო ამონაგები 1.3 მლრდ ლარზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები