მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო მოხელეებო, არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ წასვლაზე განცხადება საკუთარი ნებით - თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელი საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, არ დატოვონ პოზიცია საკუთარი ნებით, არ დაწერონ განცხადებები.

საქმე ის არის, რომ საჯარო მოხელეებმა, თითქმის ყველა სამინისტროდან გაავრცელეს განცხადება, სადაც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხს.

"საჯარო მოხელეებო, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ სამსახური საკუთარი ინიციატივით;

არ დაწეროთ წასვლაზე განცხადება.

ქვეყანას გაბედული, თამამი პროფესიონალები სჭირდება დღეს და დასჭირდება ხვალ. გააგრძელეთ წინააღმდებოდა, პროტესტი და თუ სუპერ რეტროგრადი, რუსი ქოცი გყავთ უფროსად თავად გაგიშვათ, ჩაგაბაროთ გათავისუფლების ბრძანება.

ჩვენ რაღა თქმა უნდა, მზად ვართ, ინდივიდუალურად ყველას დაგეხმაროთ. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა ამ ქვეყანაში, რომელიც გვერდში დაგიდგებათ ამ უსამართლო ბრძოლაში. სამოქალაქო იდეაც და პირადად მეც, თქვენს გვერდში ვიდგებით!!!

არაფრის შეგეშინდეთ!!!", - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები