მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო მოხელეს, რომელიც რაიმე ფორმით არ აპროტესტებს იმას, რაც ხდება, დაკარგული აქვს ღირსება - რესან ქიქავა

ექსპო ჯორჯია

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის, რესან ქიქავას განცხადებით, საჯარო მოხელეს, რომელიც დღეს რაიმე ფორმით არ აპროტესტებს იმას რაც ხდება, დაკარგული აქვს ღირსება.

როგორც ის აცხადებს, საჯარო მოხელე უნდა იყოს ხალხის სამსახურში.

"ხალხის ნება გამოხატულია კონსტიტუციაში. საქართველოს მოქალაქეები, თავისი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს თმობენ, იმისთვის რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასი და ყველა ის პრივილეგია უზრუნველყონ, რასაც ისინი იღებენ, კონსტიტუციიდან გამომდინარე მათი უფლება-მოვალეობების აღსრულების მიზნით!

საჯარო მოხელეს, რომელიც დღეს რაიმე ფორმით არ აპროტესტებს იმას, რაც ხდება, დაკარგული აქვს ღირსება! ვინც ამას თუნდაც ჩუმად აკეთებს, იმსახურებს პატივისცემას! მოხელე, რომელიც ღიად გამოთქვამს თავის პროტესტს - არის გმირი! ღირსეული საქციელის და მით უმეტეს გმირობის შესაძლებლობა ყოველთვის არ გექნებათ", - აცხადებს რესან ქიქავა.

ცნობისთვის, განათლების, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი "ოცნების" გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ემიჯნება.

პრეზიდენტი საჯარო მოხელეებს, ელჩებს, პოლიციელებს და ჯარს მიმართავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები