"საკადრო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ კორუფციის შემცირების მიმართულებით გადაგვედგა ნაბიჯები", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისი განცხადებით, საბოლოოდ მისთვის საამაყოა ის გუნდი რომელიც დღეს საქართველოს მთავრობაშია.
"საკადრო კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ კორუფციის შემცირების მიმართულებით გადაგვედგა ნაბიჯები. ჩემთვის საამაყოა ის გუნდი რომელიც საქართველოს მთავრობაშია შექმნილი არა მარტო მინისტრების დონეზე, ქვედა დონეზეც არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა.
ასევე, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის კუთხით. ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ ამ მიმართულებით - საქართველოს მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი, დადგენილება და განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ყველას შეუძლია ნახოს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. ჩვენ გამოვეცით ათასობით სამართლებრივი აქტი, ყველას შეუძლია გაეცნოს ამ აქტებს და თუ ერთ აქტში მაინც აღმოაჩენენ კორუფციის რისკებს, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
4 ახალი სამინისტრო და 5 ახალი მინისტრი - როგორ შეიცვალა "ოცნების" სამთავრობო კაბინეტი 2025 წელს?
მინისტრები, რომლებიც ირაკლი კობახიძემ პრემიერობისას მოხსნა და დანიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა - დეტალები




























