მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახდეპი საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს - რა წერია ანგარიშში?

აშშ

საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიზნესდავების ნაწილი სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება. გარდა ამისა, ანგარიშში დასახელებულია ის პრობლემები, რასაც კერძო სექტორი უჩივის.

"სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ბრალდებებს, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებას, მათ შორის კომერციულ კანონებს და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებს. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მოწინავე ადგილზეა, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადები არიან - სახელმწიფო დეპარტამენტი

გარდა ამისა, ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და პირობები. დოკუმენტში ნახსენებია ანაკლიის პორტის პროექტიც და ისიც, რომ თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იგეგმება.

"ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველო ცდილობს ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობით შუა დერეფანში რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის შემდეგ. ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა ასევე განაპირობა ტვირთების ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალური აზიის ბაზრებთან. ეს შეიძლება იყოს საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის წყარო, განსაკუთრებით სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად.

2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერი ანაკლიის პორტის, ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაზე, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ გააუქმა 2020 წელს. 2024 წლის მარტში მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო სადგურის პროექტირებასა და მშენებლობაზე.

2024 წლის აპრილში კი მთავრობამ გამოაცხადა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენების გეგმები".

ანტიკორუფციული ბიურო მაღალი დონის კორუფციასთან მებრძოლ ძლიერ ინსტიტუტად ვერ იქცა - სახდეპი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები