მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
23.04.24 17:20
660

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. ამ განცხადებით კობახიძე გამოეხმაურა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშს. კობახიძე აკრიტიკებს ანგარიშის მედიათავისუფლების თავს, სადაც ნიკა გვარამიას და დავით კეზერაშვილის შესახებ არის საუბარი.

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი, რომ თითქოს ნიკა გვარამია იყო პოლიტიკური პატიმარი, როდესაც ამის საპირისპირო და რომ განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი. რა ხდება, NGO დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, NGO-მ გაავრცელა ტყუილი და შემდეგ ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, მნიშვნელოვანია რომ იყოს გამჭვირვალობა. მერე გაუჭირდება NGO-საც სახდეპის მოტყუება და სახდეპის ანგარიშში არ იქნება NGO-ს მიწოდებული ტყუილის ჩაწერა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უფრო ვრცლად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.