სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულების მიხედვით, დაბა ბაკურიანში, ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 225 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ეკლესიას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ 1 ლარად გადაეცემა. მიმდინარე წელს მსგავსი არაერთი შემთხვევა იყო.