მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს

ზოდელავა

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა.

სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას დაექვემდებარება.

სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე დადგენილება 15 აპრილს გამოიცა, რომლის თანახმადაც სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

ერთპარტიულმა პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით თებერვალში მიიღო. როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.

თამარ ზოდელავა წლების განმავლობაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საპარლამენტო პროექტების მენეჯერი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები