მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფო პაროდიად გაგვიხადეს" - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევნებს აფასებს

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ხვალინდელ არჩევნებს "პაროდიას" უწოდებს და ამბობს, რომ ის ლეგიტიმაციას არის მოკლებული.

"სახელმწიფო პაროდიად გაგვიხადეს"- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები შეურაცხმყოფელია.

"მეორე პროვოკაცია არის, ხვალ რაც ხდება პარლამენტში. პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ გამოვთქვა. ალბათ, უფრო პაროდია, რადგან ეს იქნება ღონისძიება, რომელიც ლეგიტიმაციას არის მოკლებული. არაკონსტიტუციურია. ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება და არც გაჩერება ამ თემაზე.

დღეს რაც ხდება, ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც, "ოცნებიდან" "ხალხის ძალა" გადის, მერე დაბრუნდება და ა.შ.. ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს. ეს არის სახელმწიფო პაროდია. ჩვენთვის, ყველასთვის შეურაცხმყოფელია",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები