მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისში მდებარე მიწას ₾34 მილიონად ყიდის

გაყიდვა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა 34 მილიონი ლარის ღირებულების აუქციონი თბილისში, ვაშლიჯვარში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციისთვის. გასაყიდიად გამოტანილია სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 65,402 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ერთი კვადრატული მეტრის სარეალიზაციო ფასი 523 ლარს შეადგენს.

უძრავი ქონების შეძენა სავარაუდოდ მსხვილი დეველოპერული პროექტის განვითარებისთვის განიხილება. ამასთანავე, ქონებასთან დაკავშირებით მომავალი შემძენისთვის საპრივატიზაციო პირობები განსაზღვრული არაა.

აუქციონი 2024 წლის 25 იანვარს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები