მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო სერვისებში ადგილი აქვს გარკვეულ ნეპოტიზმს და ორმაგ სტანდარტებს" - იურისტი

blc

იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორი, ქეთი ქვარცხავა აცხადებს, რომ სახელმწიფო სერვისების მიწოდების საკითხში რეფორმაა საჭირო. იურისტი აღნიშნავს, რომ ცენტრალურ და თვითმმართველ ორგანოებში ნაცნობობის გარეშე კონკრეტული ნებართვების გაცემა ჭიანურდება.

BAG ინდექსის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში, სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 49%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (60%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მომსახურების სექტორისთვის (46%). საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (33%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

"ადმინისტრირების სისტემა გასაუმჯობესებელია, რეფორმა გასატარებელია სახელმწიფოს სერვისების მიწოდების საკითხში. ბევრი ხმა მოდის ისეთი, რომელიც მიანიშნებს, რომ სახელმწიფო სერვისებში ადგილი აქვს გარკვეულ ნეპოტიზმს და ორმაგ სტანდარტებს როგორც ვადების, ისე ნებართვების კუთხით. საუბარია როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში. გარკვეული ნებართვები იმდენად არის გართულებული, რომ კონკრეტული ნაცნობობის გარეშე საკითხების გადაწყვეტა რთულია", - აცხადებს ქეთი ქვარცხავა.

ამასთან, ქეთი ქვარცხავა ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემაზე და აღნიშნავს, რომ გაჭიანურებული დავები ბიზნეს სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთი გამოწვევაა.

"სასამართლოს პრობლემა არის ვადები, გაჭიანურებული პროცესები და შემდეგ ხარისხი. პირველ რიგში, ვადები. გვყავს ბევრი კარგი მოსამართლე, თუმც იმდენად ნელა ხდება მართლმსაჯულების მოწოდება, რომ პრაქტიკულად ეს მართლმსაჯულება აღარ არის", - ამბობს იურისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები