თბილისში, იუმაშევის ქუჩა N13-ის მიმდებარედ 7586 კვ.მ. სახელმწიფო ქონება აუქციონზე იყიდება.
კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასაყიდად 2 071 000 საწყისი ფასით არის გამოტანილი. ბიჯის ოდენობა 5 000 ლარია, ხოლო 207 100 ლარი.
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს თბილისის აეროდრომის დაცვის არეში. ამიტომ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება იმ შენობა-ნაგებობების განთავსება, რომელთა სიმაღლე საშუალო ზღვის დონიდან აღემატება აეროდრომის რაიონის შეზღუდვის არეალის
დადგენილ სიმაღლეებს. ამასთან, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს რკინიგზის სიახლოვეს, შესაბამისად მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ნებისმიერი სამშენებლო პროექტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“. მიწის ნაკვეთი ასევე ხვდება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური XI-B ბლოკის სალიცენზიო ტერიტორიის არეალში.
ქონება იყიდება იმ პირობით, რომ ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფილი იქნება შეუფერხებლად აწარმოოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები სახელშეკრულებო ფართობზე. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი ხვდება სანიაღვრე შეზღუდვის არეალში.
აუქციონი 30 ივლისს დაიწყო და 13 აგვისტოს სრულდება.




























