ბირთვული იარაღი კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოში ტერორითა და შიშით გამოწვეულ მშვიდობას დაუდო საფუძველი. ეს ტექნოლოგია იმდენად საშიშია, რომ სრული მასშტაბით მისი გამოყენება დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევს, ამიტომ მის გამოყენებას ქვეყნები განსაკუთრებით ერიდებიან და როგორც წესი, ის უკანასკნელ ზომად განიხილება.
შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული იარაღი თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან იმ სახელმწიფოზე თავდასხმა, რომელსაც ამ ტიპის იარაღი აქვს, უბრალოდ აზრს მოკლებულია.
ბირთვული იარაღის შექმნა და მისი შენახვა მარტივი არ არის, დღეისათვის ეს პრივილეგია მხოლოდ უდიდეს სახელმწიფოებს აქვთ, თანაც შეზღუდული ფორმებით. უფრო მეტიც, დედამიწაზე არსებული ბირთვული არსენალის უდიდესი ნაწილი ცივი ომის პერიოდშია შექმნილი, მაშინ, როცა აშშ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს სრული განადგურებით ემუქრებოდნენ და მთელ პლანეტაზე ატომური რბოლა მიმდინარეობდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბირთვულმა პროგრამამ აზრი დაკარგა, თუმცა თავად ამ ტექნოლოგიას დანიშნულება არ დაუკარგავს, რადგან ის ზესახელმწიფოების დომინაციის აუცილებელ პირობად იქცა. თუკი ქვეყანას გეოპოლიტიკურ ასპარეზზე თავის წარმოჩენა სურს, მას შესაბამისი სიმძლავრის ბირთვული არსენალი უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ უდიდესი სახელმწიფოები ბირთვულ პროგრამაზე ყოველწლიურად მილიარდებს ხარჯავენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის.
მაგალითად, გასულ წელს ბირთვულ არსენალზე ქვეყნებმა 91 მილიარდ 400 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც ერთ წელიწადში თითქმის 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამჯერად, წარმოგიდგენთ სახელმწიფოების სიას, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ ბირთვულ არსენალზე:
1. აშშ
ხარჯი: $91.4 მლრდ
ქობინები: 5,428
2. ჩინეთი
ხარჯი: $11.8 მლრდ
ქობინები: 500
3. რუსეთი
ხარჯი: $8.3 მლრდ
ქობინები: 5,580
4. ბრიტანეთი
ხარჯი: $8.1 მლრდ
ქობინები: 225
5. საფრანგეთი
ხარჯი: $6.1 მლრდ
ქობინები: 290