მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ ყველაფერზე იზრუნა, დაიტოვა წილის 51%, რომ სტრატეგიული მდგომარეობა ჰქონოდა - ირაკლი კობახიძე ანაკლიაზე

ირაკლი კობახიძე პარლამენტში
25.07.24 00:13
470

როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ანაკლიის პროექტზე, ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, იქნებოდა სწორედ ჩინური კომპანია; ჩვენს შემთხვევაში, საქართველო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს, როდესაც გქვია პოლიტიკოსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულაციები სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა ეს სპეკულაციები, როდესაც ხედავ, რომ სახელმწიფომ ყველაფერზე იზრუნა, დაიტოვა წილის 51% იმისთვის, რომ სტრატეგიული მდგომარეობა ჰქონოდა ამ პროექტთან მიმართებით და აქაც ცდილობ სპეკულირებას, საზოგადოება ხომ ამ ყველაფერს ხედავს. ამიტომ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამიტომ აქვს იგივე „ლელოს“ 4%-ზე ნაკლები რეიტინგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები