მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია ანაკლიის პორტზე, პრემიერობის კანდიდატის წარდგენილ, სამთავრობო პროგრამაში?

ანაკლიის პორტი

პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ დღეს პარლამენტის ბიუროს პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარუდგინა, ხოლო კობახიძემ განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარადგინა.

სამთავრობო პროგრამაში, მოხსენიებულია ანაკლიის პორტი, როგორც სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი.

"საქართველოს მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს იმ რეალური პოტენციალის ათვისებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის გარდაქმნას რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად.

საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და საფინანსო ჰაბის სისტემების განვითარება. სხვა უპირატესობებთან ერთად, ეს არის ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული საშუალება და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისების შესაძლებლობა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუშაობა როგორც ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების, ისე სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი განვითარებისთვის. ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი.

2024 წელს შეირჩევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი და ასევე იგეგმება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება. გაგრძელდება მუშაობა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TENT-ის საინვესტიციო გეგმის შესრულების გზით.

ასევე, გაგრძელდება მუშაობა თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით. კერძოდ, 2024 წელს განახლდება თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება", - წერია დოკუმენტში.

სამთავრობო პროგრამაში ყურადღება ასევე გამახვილებულია, რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფაზე, რესურსებისა და პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანად თანამშრომლობაზე. როგორც დოკუმენტში წერია, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა - დოკუმენტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები