მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფოს მხარდაჭერით 2025 წელს ₾900 მილიონის კორპორატიული ობლიგაციები განთავსდება - ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, 2025 წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოშის" მხარდაჭერით კაპიტალის ბაზარზე 900 მილიონი ლარის ობლიგაციები განთავსდება.

დღეს, პროგრამის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესმა" 200 მილიონი ლარის ობლიგაცია განათავსა.

"კერძოდ, დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება სავალო ფასიანი ქაღალდების მორიგ გამოშვებას, ამ მიმართულებით სწორედ მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს კორპორაციული ბონდების ემისიას.

ჯამში დაახლოებით წლის ბოლოსთვის 900 მილიონი ლარის ემისია იქნება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი და ჩვენ პარალელურად ვხედავთ და ვაკვირდებით ამ ბაზრის ზრდას,"- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

2025 წელს პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, სულ 12-მა კომპანიამ მოახდინა ობლიგაციების განთავსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები