მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მესამე ქვეყანაში გადაზიდვების ნებართვებზე ბიზნესთან შეხვედრა გამართა

ტრანზიტი
08.04.24 19:23
1386

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვებთან დაკავშირებით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემას. სამინისტროს ინფორმაციით, ლოგისტიკის სფეროში ჩართულ კომპანიებთან სახელმწიფოს უფრო ხშირი კომუნიკაცია ექნება.

,,გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა, ასოციაციების ხელმძღვანელ პირებსა და მათ წარმომადგენლებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობის პირობები გავაცანით, განვიხილეთ შეზღუდული ტიპის ნებართვების

რაციონალურად და გამჭვირვალედ განაწილებასთან დაკავშირებით ასოციაციებთან მჭიდრო კოორდინაცის წინაპირობები და მომავალი თანამშრომლობის გეგმაზეც შევთანხმდით“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

მომდევნო სამუშაო შეხვედრა გადამზიდველთა ასოციაციების წევრთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შორის მიმდინარე წლის 12 აპრილს ქ. ბათუმში ჩაინიშნა, სადაც გადამზიდველთა ასოციაციებში გაწევრიანების საკითხები, ასევე შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის პირობების განხილვა იგეგმება.