მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სახელფასო ბიუჯეტი ₾6.3 მილიონია - რამდენ ადამიანს ასაქმებს უწყება?

22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საშტატო ნუსხა 136-ს, ხოლო სახელფასო ფონდი 6 325 000 ლარს შეადგენს.

ამის შესახებ სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.

უწყებაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიცია, თვეში 10 950 ლარის ანაზღაურებით, დირექტორს უკავია (მოიცავს გადასახადებსაც), რომელსაც მოსდევს ერთი პირველი მოადგილე - თვეში თანამდებობრივი სარგო 10 220 ლარი და ორი მოადგილე, რომლებიც თვეში 9 052 ლარს იღებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის შრომის ანაზღაურებაზე 6 754 000 ლარი უნდა დახარჯულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 აგვისტოს მთავრობის განკარგულებით, სახელფასო ხარჯები შემცირებულია.

შეგახსენებთ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან გამყრელიძემ თანამდებობა "პირადი განცხადების საფუძველზე", გასულ თვეში დატოვა. ის სააგენტოს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ დროისთვის უწყების ახალი ხელმძღვანელი დანიშნული არაა.

დირექტორის პირველი მოადგილე ვახტანგ გარდაფხაძეა, ხოლო მოადგილეები: ლაშა გუნია და დავით ბოლქვაძე არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები