მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია - გიორგი ჩიქოვანმა და ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვეს

გამყრელიძე

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვეს - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ამ დრომდე ლევან გამყრელიძე იყო, ხოლო ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

ასევე, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ესკოსაც, უწყება თორნიკე ყაზარაშვილმა ჩაიბარა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ალექსანდრე სოხაძე დაინიშნა, რომელმაც ჯუბო ტურაშვილი ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები