მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლო "რუსულ კანონზე" მსჯელობას ხვალ, 11:00 საათზე გააგრძელებს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსული კანონის“ შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი:

  1. პრეზიდენტი;
  2. 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაცია;
  3. 38 ოპოზიციონერი დეპუტატი;
  4. ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).

მოსარჩელეები, "რუსული კანონის" გაუქმების მოთხოვნით, რომელიც მმართველმა პარტიამ საზოგადოების დიდი ნაწილისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მათ ერთადერთი, ძალიან მოკლე არგუმენტი ექნებათ: „გამჭვირვალობაში არაფერია ანტიევროპული“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები