საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი დაარეგისტრირა.
ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი 19 ნოემბერს წარედგინა.
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობას.