მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი სარჩელები შესაძლებლობას მისცემს, იყოს ეფექტური თუ აქვს ამის სურვილი - გიორგი დავითური

გიორგი დავითური

IDFI-ის კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა „რუსულ კანონთან“ მიმართებით ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილზე იმსჯელოს. საკითხზე მან BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

„სამოქალაქო საზოგადოებამ განცხადება გაავრცელა, თუმცა ჩვენი კომპეტენცია არის უკიდურესად შეზღუდული. სამაგიეროდ, სასამართლოს აქვს ბევრი კომპეტენცია და ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, და მათ შორის სახალხო დამცველსაც მხოლოდ შეგვიძლია ვიდავოთ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვერ ვიდავებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგალითად კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავის მიღმაა გატანილი და ჩვენ მეორე თავით ვართ შებოჭილი. საქმე ეხება საქართველოს სრულ იზოლაციაში დატოვებას, რუსეთის გვერდით. საკონსტიტუციო სასამართლოში გამოყენებული იქნება ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა. სასამართლოს შეეძლება, რომ ნორმები მანამდე არ აამოქმედოს, სანამ საბოლოო პასუხი არ ექნება ამისთვის.

სასამართლოს ჩვენი სარჩელები მისცემს სრულ შესაძლებლობას, რომ იყოს ეფექტური თუ აქვს ამის სურვილი. იმავდროულად, ამის საშუალებას აძლევს კანონმდებლობაც და უკვე მოსამართლეებზე იქნება ეს ნაწილი დამოკიდებული. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ მათი ლიმიტი გავიგოთ. რაზე არიან წამსვლელები, ანუ რა დონით იმსახურებენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობას“,-აცხადებს დავითური.

მისი თქმით, ერთი ნაწილი, რაზც საერთაშორისო სასამართლოები ვერ იმსჯელებენ, არის ის უნიკალური დებულებები, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, ეს არის ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი, რასაც საერთაშორისო სასამართლოები არ მსჯელობენ. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო სანქციების ნაწილს, საუბარსა და განცხადებას უკვე ღირებულება აქვს.

დავითურის ცნობით, ამ მთავარ ნაწილები საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს არ შეუფასებენ, ეს თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები