მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ველით“ - რამდენ მომხმარებელს ეზღუდება სავალუტო სესხის აღება?

დავით უტიაშვილი

2024 წლიდან მსესხებლებისთვის ახალი რეგულაცია შემოდის. როგორც დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გახდა ცნობილი, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, კიდევ უფრო გამკაცრდება სავალუტო კრედიტის აღება როგორც ბიზნესისთვის , ისე მოქალაქეებისთვის . კერძოდ, 200,000-ლარიანი ჭერი იზრდება 300,000 ლარამდე თუ სესხს ფიზიკური თუ იურიდიული პირი ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სესხის გამცემ სუბიექტში აიღებს.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება დაახლოებით 3 000-მდე ფიზიკურ და 500-მდე იურიდიულ პირს შეეხება.

„ჩვენი გადაწყვეტილების არგუმენტაცია იყო ის, რაც იყო წინა წლებში, ჯერ 100 000 ლარამდე, მერე 200 000 ლარამდე ზრდისას. გვინდა ჩვენი მომხმარებლები დავიცვათ სავალუტო რისკებისგან.

ვხედავთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ცენტრალური ბანკები ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. ჩვენი მსესხებლების დიდ ნაწილში უცხოურ ვალუტაში აქვს ცვლადგანაკვეთიანი სესხები და აქედან დავინახეთ ვალის ტვირთი. ასევე რეგიონის ვალუტებს ვუყურებთ, რომ გაზრდილია მერყეობა, ამიტომ გვინდა, რომ მაქსიმალურად ეს რისკები შევამციროთ ჩვენს ეკონომიკაში და შედარებით მოწყვლად ფენას, რომლებიც არიან 200 000-დან 300 000 ათას ლარამდე მსესხებლები, მათ არ შეეხოთ ეს ცვლილება .

ასევე, ვუყურებთ დინამიკაში, რომ დოლარიზაცია მცირდებოდა ჩვენს ეკონომიკაში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, თუმცა ბოლო ერთ წელია თითქოს ეს ტრენდი შეცვლილია, დოლარიზაცია არ მცირდება და ამ კუთხითაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იყო დამატებითი სტიმულის მიცემის საჭიროება ბაზრისთვის.

ჩვენ რომ შევხედოთ რა სეგმენტს შეეხება, დაახლოებით არის 3000-მდე მსესხებელი, ვინც ამ მოცულობის თანხებს იღებს ფიზიკური პირებში და დაახლოებით 500-ია იურიდიული პირი და ჯამური თანხა ამ სეგმენტში დოლარში თუ შევხედავთ არის 200 მლნ დოლარამდე",-განმარტავს დავით უტიაშვილი.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ამით რაიმე მნიშვნელოვან გავლენას საკრედიტო აქტივობაზე არ ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები