მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საკრედიტო რესურსების შემცირების პირობებში, ქვეყნის ეკონომიკას ხელი ბიუჯეტმა უნდა შეუწყოს“ - პუტინი

625d71e8ca9bf
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.22 22:00
772
რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო სისტემამ, საკრედიტო რესურსების შემცირების პირობებში, ეკონომიკის ლიკვიდურობა ხელი უნდა შეუწყოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„ახლა შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მისი დანაკლისის შემცირება უკიდურესად მნიშვნელოვანია. უნდა ვიმოქმედოთ, როგორც საბიუჯეტო სისტემის ხაზით, ასევე ბიზნესისთვის საკრედიტო რესურსების მაღალი ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველვყოთ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ვიცი დისკუსიები, რომელიც ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას შორის მიმდინარეობს, ამასთან დაკრედიტებაზე მოთხოვნის შემცირების პირობებში, ბიუჯეტმა ეკონომიკას მხარი უნდა დაუჭიროს და საფინანსო რესურსებით გააჯეროს ის, რითიც მის ლიკვიდურობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მან.

პუტინის შეფასებით, ქვეყანას ამის შესაძლებლობა აქვს. „რა თქმა უნდა სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ, ფინანსთა მინისტრთან ერთად ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთანავე, პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, საბიუჯეტო სისტემის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. აქ დამატებითი გადაწყვეტილებებია საჭირო და მათი განხორციელება იმ მომენტშია შესაძლებელი, როდესაც ეს ეკონომიკას ყველაზე მეტად ესაჭიროება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა და თქვა, რომ პირველ კვარტალში ბიუჯეტის პროფიციტი 1.1 ტრლნ რუბლი იყო.

„სიფრთხილესთან ერთად საკვანძო პირობად, ფედერალურ და რეგიონულ დონეზე, ფინანსურის სისტემის გრძელვადიანი მდგრადობა რჩება“, - თქვა პუტინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები