ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Salesforce კომპანია Informatica-ს 8 მილიარდ დოლარად ყიდულობს.
გარიგების დასრულების შემდეგ, Informatica-ს ინვესტორები კომპანიის აქციების სანაცვლოდ 30%-იან პრემიუმს მიიღებენ, რაც ინდუსტრიის სტანდარტთან შედარებით მაღალ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.
Salesforce-ის განცხადებით, კომპანიების შერწყმა 2027 წელს დასრულდება, მანამდე კი გარდამავალი პერიოდი იქნება, რა დროსაც Informatica დამოუკიდებელ მენეჯმენტს და სტრუქტურას შეინარჩუნებს, თუმცა მომავალში ის ჰოლდინგის ნაწილი გახდება.
Informatica-ს ძირითადი ბიზნესი Cloud-მონაცემების მენეჯმენტია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია Salesforce-ის პორტფელთან და ამიტომაც გახდა კომპანია მისი შესყიდვით დაინტერესებული.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სილიკონის ველზე დაფუძნებული Salesforce-ის კაპიტალიზაცია $266 მილიარდს შეადგენს და Cloud-სერვისების მიწოდების მიმართულებით ის გლობალურ ლიდერად ითვლება.




























