მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალიზინგო ბაზრის მოცულობამ ₾600 მლნ-ს გადააჭარბა, პორტფელში დიდი წილი სამშენებლო დარგს უჭირავს - BB Leasing

კოტე სულამანიძე

საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 600 მლნ ლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ კომპანია BB Leasing-ში აცხადებენ.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ბიზნესის მხრიდან სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია და ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობა სამშენებლო სექტორიდან ფიქსირდება.

კოტე სულამანიძის განცხადებით, სალიზინგო სექტორის პორტფელი წლიურად 20%-ითაა გაზრდილი და მისი დიდი წილი კორპორატიულ სეგმენტზე მოდის. რაც შეეხება საცალო პორტფელს, აქ ყველაზე დიდი წილი ავტოლიზინგის მიმართულებას უჭირავს.

„საქართველოს სალიზინგო ბაზრის პორტფელის მოცულობა დაახლოებით 620 მლნ ლარია. ზრდა ყოველწლიურად 20%-ის ფარგლებშია, უშუალოდ ჩვენი კომპანიის შემთხვევაში კი ზრდა 60% გვქონდა. მიმართულებებს რაც შეეხება, ბაზრის დიდი წილი კორპორატიულ სეგმენტს უჭირავს, საცალო პორტფელის მოცულობა კი დაახლოებით 50-60 მლნ ლარია.

ლიზინგის მიმართულება აქტივების მართვაა, ბიზნესს იმ აქტივებს ვაწვდით, რითაც ისინი პროდუქციას აწარმოებენ. საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე, დღეს ყველაზე დიდი ბრუნვა სამშენებლო სექტორშია, ასევე ინფრასტრუქტურის დარგში და შესაბამისად, დიდი წილი ამ მიმართულების დაფინანსებას უჭირავს. რაც შეეხება სამომხმარებლო ლიზინგს, ესაა ავტომობილების შეძენა. ავტომობილების შეძენას ჩვენ სამ კატეგორიად ვყოფთ, ესაა ახალი ავტომობილის ცენტრიდან შეძენა, მეორადის შეძენა საქართველოს ბაზარზე და ასევე, ავტოიმპორტი აშშ-დან“, - განაცხადა კოტე სულამანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები